Thursday, July 14, 2016

მე-8 დღე

მე-8  დღეს  ვიმუშავეთ დიფერენცირებულ ნაწილზე  და  ფასილიტაციაზე.  ყურადღება  გავამახვილეთ სპეციაური  საჭიროების  მქონე  ბავშვების ჩართულობაზე პროექტში.
ვიმუშავეთ  პროექტის  შეფასების  რუბრიკაზე  და  სასწავლო პროექტების დამხმარე  შეფასებებზე.

Thursday, July 7, 2016

მე-5 დღე

დღევანდელი  დღე  დავიწყეთ  პროექტის  გეგმის  პროცედურების  გახსენებით  და  შეჯამებით. შემდეგ  კი  გადავედით  გეგმიდან  გამომდინარე პრეზენტაციის  გაკეთებაზე,  ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებების დაცვასა  და  გამოყენებაზე,  აგრეთვე  ვებგვერდის  შეფასებაზე .  ვისწავლეთ  ბლოგის  გაფორმებაზე,  რაც  ძალიან  საინტერესო  იყო.

Wednesday, July 6, 2016

მე-4 დღე

მე-4  დღე  დავიწყეთ წინა  დღეების  შეჯამებით. ვიმუშავეთ  შეფასების გეგმაზე. შევავსეთ პროექტის  დასაწყისი, პროექტის მსვლელობა  და პროექტის დასასრული.